Sunday, May 28, 2017

პროექტის  აქტუალობა : პროექტი ავირჩიე იმიტომ რომ , ბავშვებმა არ იციან თუ რა კავშირშია ადამიანის ორგანიზმი ბუნებრივ და სოციალურ პირობებთან. გაიგონ რომ, ადამიანის ორგანოები და სისტემები მუდმივად ოპტიმალური რეჟიმით მუშაობენ, ისინი განუწყვეტლივ ვითარდებიან, უმოქმედო მდგომარეობაში კი მათი ფუნქციები ქვეითდება.სისტემატური ფიზიკური ვარჯიში დიდ და კეთილსასურველ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანოთა სასიცოცხლო ფუნქციებზე.მისი გავლენით იზრდება სუნთქვის ორგანოების საციცოხლო ტევადობა,უმჯობესდება გულსისხლძარღვთა მოქმედება,ვითარდება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემა, მტკიცდება ნერვული სისტემა, აქტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი ორგანოები და შინაგანი სეკრეციის სისტემა, ყალიბდება ტანის ლამაზი და პროპორციულიაღნაგობა. ფიზიკური წრთობის შედეგადძლიერდება გარე მავნე ზემოქმედებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობისადმი უნარი, მათ  შორის ინფექციური დაავადებებისადმი.სასურველ შედეგებს აღწევს მაშინ როდესაც იგი შეხამებულია ჰიგიენურ ღონისძიებებთან;1.ძილის ჰიგიენა.2.კვების რეჟიმი.3.წყლის სმის რეჟიმი.4.კანის რეჟიმი.5თმის მოვლა.6.კბილების მოვლა.7.სპეცტანსაცმლის რეგულარულად რეცხვა.8.მავნე ჩვევები დამღუპველად მოქმედებენ  ორგანიზმზე.
პროექტის მიზანი: მოსწავლეებმა გააცნობიერონ ,რომ სისტემატიური ფიზიკური ვარჯიში დიდ და კეთილსასურველ გავლენას ახდენს  ორგანოთა სასიცოცხლო ფუნქციებზე .
მონაწილეთა ასაკი :14  წელი - მე-8  კლასი.



პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე .
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები იძიებენ მასალას,  იღებენ სურათებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, აკეთებენ ჩანაწერებს, მოიძიებენ ინფორმაციას, აკეთებენ გამოკითხვას.
       ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
სპ.VII-IX.2. მოსწავლეს აქვს უნარი დააკავშიროს ფიზიკური აქტივობა საკუთარ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ განვითარებასთან.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ  მოსწავლე:
·           აცნობიერებს ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კავშირს სხეულისა (საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის) და შინაგანი ორგანოების (გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების, საკვების მომნელებელი, გამომყოფი სისტემა) ნორმალურად ფუნქციონირებასთან;
·           მსჯელობს ადამიანის ფსქიკაზე ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერების ზეგავლენის შესახებ  (აპათია, აგრესია, დეპრესია, ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების უნარის დაქვეითება და სხვ.).
·           აკავშირებს სხეულის აღნაგობის ცვლილებას ფიზიკურ აქტივობასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესთან;

·           აცნობიერებს სპორტული შეჯიბრებების გავლენას და კავშირს მოზარდის ფსიქო-ფიზიოლოგიური სტატუსის ფორმირებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი; იზოლდა ძოძიშვილი
     ხელმძღვანელის ელფოსტა: izolda.dzodzishvili@gmail.com